მირზა გელაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით
მირზა გელაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით

მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 – პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა 10 თვის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას.

მირზა გელაშვილის თქმით, ჯამში პირველ 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა.

„ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6,9% შეადგინა, ასეთივე  მაჩვენებელი გვქონდა სექტემბერშიც. ჯამში, პირველ 10 თვეში ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ზრდა არა მხოლოდ 2020 წელთან, არამედ 2019 წელთან, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებითაც. ოქტომბერში, დაახლოებით, 3%-ით აღემატებოდა ეკონომიკა პანდემიამდელ მაჩვენებელს. ჩვენ წლის ბოლომდე ველოდებით ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას, რაც ასევე თანხევედრაშია ჩვენს 10%-იან წლიურ პროგნოზთან“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა.