მიროტიჩი „ნიუ ორლეანს“ ერთი კვირა ვერ დაეხმარება
მიროტიჩი „ნიუ ორლეანს“ ერთი კვირა ვერ დაეხმარება

„ნიუ ორლეან პელიკანსის“ ფორვარდი ნიკოლა მიროტიჩი თავის გუნდს მინიმუმ ერთი კვირა ვერ დაეხმარება.

ესპანელმა დეტროიტთან წაგებულ მატჩში წვივი დაიზიანა. ნიკოლა მიროტიჩი მატჩში საშუალოდ 16.7 ქულას და 8.3 მოხსნას აგროვებს. მან უკვე გამოტოვა შეხვედრა ოკლაჰომასთან, რომელიც პელიკანსმა 122-116 წააგო.

შეგახსენებთ, რომ დაშავებულია ასევე გუნდის ლიდერი ენტონი დევისი, რაც „პელიკანსს“ რთულ მდგომარეობაში აგდებს.