მირიან ნიკოლაძე - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გახსნამდე პროკურატურასთან თანამშრომლობით მივედით, შესაბამისად, ოჯახს პრეტენზიები არ აქვს
მირიან ნიკოლაძე - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გახსნამდე პროკურატურასთან თანამშრომლობით მივედით, შესაბამისად, ოჯახს პრეტენზიები არ აქვს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გახსნამდე პროკურატურასთან თანამშრომლობით მივედით, შესაბამისად, პრეტენზიები არ გვაქვს, – გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ ჟურნალისტებს ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

ნიკოლაძე აცხადებს, რომ გამოძიებას ოჯახი ენდობოდა პირველსავე ეტაპზე.

„გამოძიებასთან ერთად ჩვენ გავიარეთ მთელი ეს დიდი პერიოდი და, საბოლოო ჯამში, სწორედ ურთიერთშეთანხმებით, ურთიერთთანამშრომლობით მივედით იმ შედეგამდე, რასაც ქვია დანაშაულის გახსნა.

შესაბამისად, არანაირი პრეტენზიები გამოძიებასთან ოჯახს არ აქვს, თორემ კითხვები იყო უამრავი და გზადაგზა იწურებოდა ეს კითხვები“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძემ.

მირიან ნიკოლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მკვლელობის საქმეს გახსნილად მიიჩნევს და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.

დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი