მიქაუტაძის შურისძიება „მოლენბეკზე“ - ქართველმა გაიტანა და ბელგიაში ბომბარდირთა სიის სათავეშია [ვიდეო]
მიქაუტაძის შურისძიება „მოლენბეკზე“ - ქართველმა გაიტანა და ბელგიაში ბომბარდირთა სიის სათავეშია [ვიდეო]

გიორგი მიქაუტაძემ დისკვალიფიკაციით გამოწვეული პაუზის შემდეგ კვლავ შედეგიანად ათამაშდა.

სერენის“ 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბელგიის პროქსიმუსლიგის მე-19 ტურში თავი „მოლენბეკთან“ გამოიჩინა.

სერენს“ 35 ქულა ჰქონდა და გასვლაზე ეთამაშა 28-ქულიან მეტოქეს, რომელსაც ჩამორჩენის შემცირება სურდა. „მოლენბეკი“ მე-8 წუთზე დაწინაურდა, მაგრამ მიქაუტაძემ, რომელიც სტუმართა ძირითად შემადგენობაში იყო, მე-10 წუთზე საჯარიმოს სიახლოვიდან დაარტყა და წონასწორობა აღადგინა.

გიორგიმ მნიშვნელოვანი როლი მეორე ტაიმშიც ითამაშა. 54-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, საჯარიმოში შევარდა და თანაგუნდელს, გამბიელ ებლი იალოუს გადააწოდა, რომელმაც ახლოდან ზუსტად დაარტყა. საბოლოოდ, „სერენმა“ 4:2 მოიგო 38 ქულით მეორე ადგილზეა.

ეს მატჩი იყო „მოლენბეკზე“ გიორგი მიქაუტაძის შურისძიება. ამ გუნდთან 12 დეკემბერს პირველი წრის შეხვედრაში ის მოედნიდან გააძევეს და სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ამის გამო გიორგი ბომბარდირთა დავაში „უინიონისთავადმსხმელს, დანტე ვანზეირს ჩამორჩა.

მაგრამ ახლა 17 მატჩში მიქაუტაძემ უკვე 18 გოლი დააგროვა და კონკურენტს დაეწია, რომელმაც ამდენივე გოლი 21 შეხვედრაში გაიტანა. ამიტომ ბომბარდირთა სათავეში ისევ ქართველი მოექცა.

 

დატოვე კომენტარი