მინდა, „რეალის“ ისტორია შევქმნა - ვინისიუსმა უპასუხა ჭორებს საუდის არაბეთში გადასვლაზე #1TVSPORT
ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ჭორები „რეალიდან“ ვინისიუსის წასვლის შესახებ – „პარი სენ-ჟერმენში“ ან საუდის არაბეთის ჩემპიონატში. ბრაზილიელმა ფორვარდმა კომენტარი გაუკეთა ამ ინფორმაციებს. ვინისიუსმა დაადასტურა, რომ „რეალთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ კონტრაქტზე და არსად წასვლას არ აპირებს.
„ჩვენ განვიხილავთ ახალ კონტრაქტს. ჩემი სურვილია, დავრჩე აქ დიდი ხნით და შევიდე „რეალის“ ისტორიაში. იმედია, უახლოეს დღეებში ყველა საკითხს მოვაგვარებთ“, – განაცხადა ფეხბურთელმა.
მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა ყველა ტურნირზე 30 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.