მიმდინარე წლის დრაფტი და თავისუფალი აგენტების სატრანსფერო ბაზარი გადაიდება

17:14, 09.09.2020

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ხელმძღვანელობამ მოთამაშეთა პროფკავშირთან შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ წლევანდელი დრაფტი, თავისუფალი აგენტების სატრანსფერო ფანჯარა და 2020-2021 წლების სეზონის სტარტი გადაიდება და ამ ეტაპზე დაგეგმილ ვადებში არ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს.

მიმდინარე წლის დრაფტი 16 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თავისუფალი აგენტების სატრანსფერო ბაზარი – 18 ოქტომბერს, ხოლო ახალი სეზონის დაწყება ლიგაში პირველელ დეკემბერს იგეგმებოდა. ახალი თარიღები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი