„მილუოკის“ მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ დრეიკის მსგავსი ფანები მოედანზე არ უნდა იმყოფებოდნენ
დრეიკი „ტორონტოს“ ცნობილი გულშემატკივარია. რეპერი ყოველთვის წინა რიგებში ზის და „რეპტორსს“ აქტიურად ქომაგობს. გრემის მფლობელი ცნობილია თავისი აქტიურობით თამაშის დროს, ზოგჯერ ეს აქტიურობა კი მოწინააღმდეგე გუნდის წევრებზე და, როგორც გაირკვა, მთავარ მწვრთნელებზეც ცუდად მოქმედებს.
„მილუოკის“ თავკაცმა მაიკ ბუდენჰოლცერმა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის რიგით მეოთხე მატჩის წაგების შემდეგ განაცხადა, რომ დრეიკის ქმედებები დაუსჯელად არ უნდა დარჩეს. სპეციალისტი მიიჩნევს, რომ დრეიკს პარკეტზე ყოფნის უფლება არ უნდა ჰქონდეს.
Drake was a hot topic of conversation on today’s conference call with Mike Budenholzer. He said, in part, “There’s certainly no place for fans — or whatever Drake is for the raptors — on the court. There’s boundaries and lines for a reason.”
— Malika Andrews (@malika_andrews) 22 May 2019