მილუოკიმ სეზონში მეორე მატჩი წააგო
მილუოკიმ სეზონში მეორე მატჩი წააგო

დღეს დილით NBA-ს რეგულარულ სეზონში ოთხი მატჩი გაიმართა. ცენტრალური პორტლენდის და მილუოკის მატჩი იყო.

ეს გუნდები საკუთარ კონფერენციებში, მოწინავე პოზიციებზე არიან. „ბაქსი“ ამ ტურამდე მხოლოდ ერთი წაგებით გახლდათ. ბუდენჰოლცერის გუნდი, „მოდა ცენტრში“ „ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ ვერაფერს გახდა და 103-118 დამარცხდა. მასპინძლებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და სიჯეი მაკკალუმის შესანიშნავი თამაშის წყალობით, მეტოქე ახლოს აღარ მიუშვეს. აღსანიშნავია, რომ პორტლენდმა, შეხვედრის ოთხივე მეოთხედი მოიგო. რაც შეეხება სიჯეი მაკკალუმს – გუნდის უკანახაზელმა თამაში 40 ქულით დაასრულა და საკმაოდ მაღალი პროცენტით უტევდა.

დამარცხებულთა შორის საუკეთესო იანის ანტეტუკონმპო იყო. მან 23 ქულა და 9 მოხსნა გააკეთა. პორტლენდ „ტრეილ ბლეიზერსი“ დასავლეთ კონფერენციაში რვა მოგებით და სამი წაგებით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში, ისევ საკუთარ დარბაზში, ლოს ანჯელეს „კლიპერსს“ უმასპინძლებს.

მილუოკი „ბაქსი“ აღმოსავლეთში მხოლოდ ტორონტო „რეპტორზს“ ჩამორჩება. ვისკონსინელები მომდევნო შეხვედრას, მოქმედი ჩემპიონის, გოლდენ სტეიტ „უორიორზის“ წინააღმდეგ, სტუმრად ჩაატარებენ.

დალასი-ვაშინგტონი 119-100
შარლოტი-ატლანტა 113-102
ფინიქსი-ბრუკლინი 82-104