„მილანმა“ ოფიციალურად გამოაცხადა პირველი საზაფხულო ტრანსფერის შესახებ.
როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, გუნდში გადავიდა რუბენ ლოფტუს-ჩიკი ლონდონის „ჩელსიდან“. მასთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. გარიგების ფინანსური დეტალები უცნობია.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, ლოფტუს-ჩიკის ტრანსფერი იტალიელებს 15 მილიონი ევრო დაუჯდათ.
27 წლის ნახევარმცველი „ჩელსიში“ 2015 წლიდან თამაშობდა. ლონდონელთა რიგებში მან ორჯერ მოიგო პრემიერლიგა და თითოჯერ – ევროპის ლიგა და უეფა-ს სუპერთასი.