ფეხბურთი | „მილანი“ მინ-ჟაე კიმს ეპატიჟება #1TVSPORT

15:07, 04.01.2026

„მილანმა“, შესაძლოა, „ბაიერნის“ მცველი მინ-ჟაე კიმი გაიფორმოს. ამის შესახებ დაწერა La Gazzetta dello Sport-მა.

გამოცემის ინფორმაციით, კორეელ ფეხბურთელს აინტერესებს მილანურ კლუბში გადასვლის ვარიანტი, რადგან კიმი ცდილობს მეტი სათამაშო დროის მიღებას მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის წინ.

მინ-ჟაე კიმის ამჟამინდელი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულში იწურება. ამ სეზონში მცველმა ყველა ტურნირზე 17 მატჩი ითამაშა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

მსგავსი