მიხეილ ყაველაშვილი - პროფესიული ფეხბურთის ლიგა გვჭირდება #1TVSPORT
მიხეილ ყაველაშვილი - პროფესიული ფეხბურთის ლიგა გვჭირდება #1TVSPORT

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) 31-ე ყრილობაზე ფეხბურთის განვითარების პროგრამაზე ილაპარაკა.

„ბატონმა ფრიდონმა ფეხბურთის განვითარების ფონდის საკითხი წამოჭრა. მას განვითარების ფონდი ერქვა, მაგრამ უფრო გადარჩენის ფონდის როლი შეასრულა – რომ არ ყოფილიყო ფონდი, შესაძლოა, ჩემპიონატი ჩაშლილიყო. სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან, მმართველ ძალასთან და ფეხბურთის ფედერაციასთან აუცილებლად მექნება კონსულტაციები. მნიშვნელოვანია, ფონდი საქმიანობას როგორ გააგრძელებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მან პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენის აუცილებლობა ახსენა.

„კლუბების განვითარების სტრატეგია აუცილებელია. ამ კუთხით, მიმაჩნია, რომ პროფესიული ფეხბურთის ლიგა გვჭირდება, რაც ყველა წამყვან ქვეყანაში არსებობს და ამ საქმეში უცხოელი სპეციალისტები ჩავრთოთ, რომ ამ კონკრეტულ ვითარებაში განვვითარდეთ. საქართველოს სჭირდება პროფესიული გუნდები და არა მუდმივად ბიუჯეტზე დამოკიდებული კლუბები. სხვაგვარად მათი განვითარება ძალიან გაჭირდება. წლის ბოლოსთვის უნდა გვქონდეს შემუშავებული პროექტი, როგორ ვაპირებთ კლუბების განვითარებას და როგორ გაგრძელდეს ფონდის საქმიანობა. ამაში მზად ვარ, ინტენსიური მონაწილეობა მივიღო“.