ფრიდონ ინჯია - სახელმწიფო პროგრამა თუ არ გაგრძელდება, ჩვენს კლუბებს უმძიმესი დღეები დაუდგებათ #1TVSPORT
ფრიდონ ინჯია - სახელმწიფო პროგრამა თუ არ გაგრძელდება, ჩვენს კლუბებს უმძიმესი დღეები დაუდგებათ #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) 31-ე ყრილობაზე, დელეგატმა ფრიდონ ინჯიამ ილაპარაკა და განაცხადა, რომ სახელმიფო დაფინანსების გარეშე, ქართულ საკლუბო ფეხბურთს მძიმე დღეები დაუდგება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ლევანმა დაგვამშვიდა, მე მაინც ფეხბურთის დაფინანსების თემაზე ვილაპარაკებ, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. ამ პროგრამის განხორციელებამ ბევრი კლუბი გადაარჩინა. მეშინია, ისე არ წავიდეს საქმე, რომ ფეხბურთს რაღაც დააკლდეს. პანდემიამ და ლარის ინფლაციამ კლუბების ხარჯები გაზარდა. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ქალბატონ თეა წულუკიანს ვთხოვოთ, ეს საკითხი დროულად გადაწყდეს. ქვეყნის ახალი ბიუჯეტის ფორმირება ახლა მიმდინარეობს. თუ სახელმწიფო პროგრამა არ გაგრძელდება, ჩვენი კლუბები უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდებიან და ფეხბურთს ძალიან მძიმე დღეები დაუდგებათ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მას სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა უპასუხა.

„ფონდის მნიშვნელობა ფეხბურთის განვითარებაში ლევან კობიაშვილმაც აღნიშნა. ამ საკითხზე გუნდებთან შეხვედრა გვქონდა, მომდევნო შეკრება კი ივნისის ბოლოსაა დაგეგმილი. კლუბების აზრი ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.