მიხეილ სარჯველაძე - შექმნილი ფონის მიუხედავად, პოლიტიკური შეთანხმება შესაძლებელია
მიხეილ სარჯველაძე - შექმნილი ფონის მიუხედავად, პოლიტიკური შეთანხმება შესაძლებელია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ, შექმნილი ფონის მიუხედავად, პოლიტიკური შეთანხმება შესაძლებელია.

სარჯველაძის თქმით, ხელისუფლება გულწრფელად მოწადინებულია, მოლაპარაკებების პროცესი შედეგიანად დასრულდეს.

„ვფიქრობ, რომ შეთანხმება მიღწევადია იმ ფონის მიუხედავად, რაც შექმნილია. ნამდვილად მაქვს წარმატების იმედი, რადგან ზოგადად, საღი აზრი ყოველთვის იმარჯვებს ისეთ დამოკიდებულებებთან მიმართებაში, რომელიც შეიძლება, მერკანტილური იყოს. მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიციონერთა მხრიდან თუნდაც ისეთი დამოკიდებულება ვიხილეთ, რაც კონსტრუქციული არ იყო. მაგალითად, ჩვენ მკაცრად ვიცავთ პირობას, რომელიც მოლაპარაკებებთან დაკავშირებული დეტალების გაუხმაურებლობას უკავშირდება. ოპოზიციის მხრიდან კი, ამის საპირისპირო არაერთი მაგალითი ვნახეთ, რაც არასწორი დამოკიდებულებაა. ყველა უნდა იყოს მოწადინებული, რომ მოლაპარაკება რეალურად შედგეს და იყოს ისეთი შედეგის მქონე, რითაც ქვეყანა გადადგამს წინ ნაბიჯს.

ოპოზიციონერთა მხრიდან რიგი ნაბიჯები დესტრუქციულია და ის გადადგმულია იმ მიზნით, რომ რიგი პარტიების მერკანტილური ინტერესების გამო, მოლაპარაკებები შედეგიანი არ იყოს.

ხელისუფლება ნამდვილად და გულწრფელად მოწადინებულია, რომ მოლაპარაკებების პროცესი შედეგიანად დასრულდეს, თუმცა მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ კონკრეტულ პირობებზე ვისაუბრო.