მიხეილ სააკაშვილი მის შესახებ გავრცელებული ვიდეოს ნამდვილობას ადასტურებს
მიხეილ სააკაშვილი მის შესახებ გავრცელებული ვიდეოს ნამდვილობას ადასტურებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის შესახებ გავრცელებული, ლიფტში გადაღებული ვიდეოს ნამდვილობას ადასტურებს. ამ თემაზე მან „ფეისბუქზე“ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

„ვარშავაში, ლიფტში გადამიღეს რუსებმა, როგორც ახლა გაირკვა. ლიფტში უბრალოდ ვსაუბრობ ჩემი ოჯახის წევრთან, ისე, არაფერზე. მერე ეს ვიდეო – რუსების ჩანაწერი გაუშვა „იმედმა“. მაინტერესებს, რანაირად გაუჩნდა „იმედს“ რუსების ჩანაწერი, თუ ერთად არ მუშაობენ?“ – განაცხადა სააკაშვილმა.

გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი ბიძასთან, თემურ ალასანიასთან ერთად ზურაბ ადეიშვილის შესახებ საუბრობდა. ჩანაწერი უკრაინულ ინტერნეტპორტალ zdes.com.ua-ზე გავრცელდა.