მიხეილ ხიდურელი - ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან ვისაუბრეთ კონკრეტულ ჰოლანდიურ კომპანიებზე, რომლებიც შესაძლოა, საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესდნენ
მიხეილ ხიდურელი - ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან ვისაუბრეთ კონკრეტულ ჰოლანდიურ კომპანიებზე, რომლებიც შესაძლოა, საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესდნენ

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა და დირექტორის მოადგილემ, თორნიკე ზირაქიშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს უმასპინძლეს.

შეხვედრის ფარგლებში, ქართულმა მხარემ ელჩს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და ბიზნესგარემო გააცნო. ამასთანავე, განხილული იყო ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.

„საუბარი შეეხო კონკრეტულ ჰოლანდიურ კომპანიებს, რომლებიც შესაძლოა, საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესდნენ. მნიშვნელოვანია ქალბატონ ვან კოლდამის მხარდაჭერა, რათა შევძლოთ ზემოხსენებულ კომპანიებთან გვქონდეს მუდმივი კავშირი. საელჩოს ჩართულობა დაგვეხმარება, ვანახოთ პოტენციურ ინვესტორებს ის უპირატესობები, რომლებიც ქვეყანას აქვს, როგორც გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, ასევე, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ჰოლანდიური მხარე გაეცნო მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის განახლებულ მექანიზმებს, რომლებიც შეთავაზებული იქნება არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის, რათა ხელი შეეწყოს საქმიანობის გაფართოებას და ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას.

დატოვე კომენტარი