მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინა ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს და ამიტომ უნდა განადგურდეს
მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინა ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს და ამიტომ უნდა განადგურდეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს და ამიტომ უნდა განადგურდეს. ამის შესახებ პოდოლიაკმა „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს არის უკანონო ნაგებობა და ყირიმში რუსული არმიის მომარაგების მთავარი კარიბჭე. ასეთი ობიექტები უნდა განადგურდეს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, უახლოეს ორ-სამ თვეში ახალი ინციდენტებია მოსალოდნელი, ისეთი, როგორიც ყირიმის ხიდის აფეთქება იყო.

„რა თქმა უნდა, ვეთანხმები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელიც უახლოეს ორ-სამ თვეში მსგავსი ტიპის ინციდენტებს წინასწარმეტყველებს. ვფიქრობ, ჩვენ შეიძლება, დავინახოთ უფრო მეტი ის, რაც ახლა ხდება“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.