მიხაილ პოდოლიაკი მოუწოდებს უკრაინელ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, ხერსონში სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულირებისა და სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ
მიხაილ პოდოლიაკი მოუწოდებს უკრაინელ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, ხერსონში სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულირებისა და სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი მოუწოდებს უკრაინელ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს, ხერსონის ოლქში სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულირებისა და სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებამდე. ამის შესახებ პოდოლიაკმა თავის ტელეგრამარხზე დაწერა.

პოდოლიაკი ასევე მოუწოდებს ჟურნალისტებს, მომდევნო დღეებში განსაკუთრებით გულდასმით გადაამოწმონ ინფორმაციის წყაროები.

„მესმის ჩვენი სურვილები და ოცნებები. თუმცა მაინც გთავაზობთ, გამოხვიდეთ ჩვენს ნებისმიერ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით ფრთხილი კომენტარიდან… ამიტომ, კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველა პოლიტიკოსს, ექსპერტს და საზოგადოებრივი აზრის ლიდერს (მესმის, რომ ყველა მათგანმა უშუალო შემსრულებლებზე გაცილებით უკეთ იცის) უკრაინის შეიარაღებული ძალების ან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ოფიციალურ განცხადებებამდე სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციით მანიპულირებისა და სპეკულირებისგან თავის შეკავების მნიშვნელობა… ასევე, ვთხოვ ჟურნალისტებს, დღეს და მომდევნო დღეებში განსაკუთრებით გულდასმით გადაამოწმონ ინფორმაციის წყაროები და თემასთან დაკავშირებით კონკრეტული სპიკერების ექსპერტიზა“, – აღნიშნავს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინულ მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში კონტრიერიშზე გადავიდნენ.