მიხაელ ზიბერტი - ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის მისჯა ძალიან შემაშფოთებელია
მიხაელ ზიბერტი - ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის მისჯა ძალიან შემაშფოთებელია

აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი მიხაელ ზიბერტი „ტვიტერში“ წერს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის თითქმის ორწლიანი პატიმრობის მისჯა „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის უკანონო კვეთისთვის ძალიან შემაშფოთებელია.

„ჩვენ ვრჩებით საქართველოს ტერიტორიული ინტეგრაციის ერთგულები და გავაგრძელებთ გადაადგილების თავისუფლებისთვის ბარიერების შექმნის დაგმობას“, – წერს ზიბერტი.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს დღეს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.