მიხაელ შუმახერის ვაჟის ბოლიდში ცეცხლმაქრი აფეთქდა (ვიდეო)

ფორმულა 1-ის ლეგენდის, მიხაელ შუმახერის ვაჟმა, მიკ შუმახერმა, ვერ შეძლო ფორმულა 2-ში ავსტრიის გრანპრის დასრულება.

გერმანელი რბოლის მსვლელობისას მესამე ადგილზე იმყოფებოდა, როცა მის ბოლიდში ცეცხლმაქრი აფეთქდა და უმცროს მიხაელს ტრასის დატოვება მოუწია. როგორც ვიდეოდან ჩანს, მიკს თეორიულად შეეძლო რბოლის დასრულება, მაგრამ რეგლამენტის მიხედვით, მას დისკვალიფიკაცია არ აცდებოდა.

მიკ შუმახერი ფორმულა 2-ში მეორე წელია გამოდის და მის ანგარიშზე ჯერ ერთი პოდიუმია.