მიკელ არტეტამ „არსენალთან“ ხელშეკრულება 2030 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT

17:01, 07.10.2026

ესპანელმა სპეციალისტმა, მიკელ არტეტამ ლონდონის „არსენალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2030 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

მიკელ არტეტამ „არსენალი“ 2019 წლის მიწურულს ჩაიბარა და გუნდს ხუთი ტიტული მოუტანა, მათ შორის 2026 წელს ინგლისის პრემიერლიგა. ლონდონელებმა ქვეყნის ჩემპიონობა 22 წლის შემდეგ პირველად სწორედ არტეტასთან ერთად იზეიმეს.

საერთო ჯამში, ესპანელმა „არსენალს“ 361 ოფიციალურ შეხვედრაში უხელმძღვანელა, რომელთაგანაც 62.05%-ში გაიმარჯვა. მსგავსი შედეგი გუნდის ისტორიაში არცერთ მწვრთნელს არ ჰქონია.

მსგავსი