მიანმარში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად საბადოზე 54 ადამიანი დაიღუპა
მიანმარში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად საბადოზე 54 ადამიანი დაიღუპა

​მიანმარში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად საბადოზე სულ მცირე, 54 ადამიანი დაიღუპა. „ბიბისის“ ცნობით, ტრაგედია ქვეყნის ჩრდილოეთში, კაჩინის შტატში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მეწყერის მასშტაბების გამო ამ დრომდე მხოლოდ სამი ადამიანის ცხედრის მიგნება მოხერხდა. სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ჩინეთსა და ინდოეთთან მოსაზღვრე კაჩინის შტატში ძვირფასი ქვის საბადოების ინდუსტრია წლიურად 31 მილიარდ დოლარს აღწევს. „ბიბისის“ ცნობით, რეგიონში მეწყერის ხშირ ჩამოწოლას სწორედ საბადოები იწვევს, რადგან საბადოებში რეგულაციებს და უსაფრთხოების ზომებს ნაკლებას იცავენ.

ასეთ ინციდენტებს ძირითადად ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან, რომლებიც დიდი კომპანიების საბადოებთან ძვირფასი ქვების ნარჩენებს დამოუკიდებლად ეძებენ.