მესიმ ჯარიმიდან გატანილი გოლის წინ მოიტყუა - ვიდეო ვირუსული გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
მესიმ ჯარიმიდან გატანილი გოლის წინ მოიტყუა - ვიდეო ვირუსული გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ ჯარიმიდან ბრწყინვალე გოლი გაიტანა ლიგების თასის მერვედფინალში „დალასის“ წინააღმდეგ. მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ კარის აღება არ უნდა დაფიქსირებულიყო, რადგან შედეგიანი დარტყმის წინ მესიმ მოიტყუა, რათა გარკვეული უპირატესობა მიეღო.

მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე „ინტერ მაიამი“ 3:4-ს აგებდა და მესიმ ჯარიმიდან გაათანაბრა ანგარიში, რის შემდეგაც მისმა გუნდმა პენალტების სერიაში გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.

გულშემატკივრები სვამენ კითხვას: არბიტრი სესარ არტურო რამოსი უფრო ყურადღებით რომ ყოფილიყო, გაიტანდა თუ არა არგენტინელი ჯარიმას? ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მესიმ ხუთჯერ შეუცვალა მდგომარეობა ბურთს, კერძოდ, ცენტრისკენ გასწია ის და გაზარდა გოლის გატანის შანსი.