მესიმ გოლი დიეგო მარადონას მიუძღვნა (ვიდეო)
მესიმ გოლი დიეგო მარადონას მიუძღვნა (ვიდეო)

„ბარსელონამ“ ლა ლიგაში კიდევ ერთი შეხვედრა გამართა. კატალონიურმა კლუბმა შინ „ოსასუნა“ მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა (4:0).

ანგარიში 29-ე წუთზე ბრაითვაიტმა გახსნა, რასაც ტაიმის ბოლოს გრიზმანის გოლი მოჰყვა.

​მეორე ტაიმის პირველ ნახევარში სხვაობა სამამდე ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კოუტინიომ გაზარდა. მატჩის ყველაზე გამორჩეული მომენტი კი 73-ე წუთზე მოხდა, ლიონელ მესიმ „ოსასუნას“ კარში ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც დიეგო არმანდო მარადონას მიუძღვნა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ბარსელონას“ ლა ლიგაში 9 თამაშში 14 ქულას აქვს მოპოვებული და მე-7 ადგილზე იმყოფება.