მესი სანაკრებო კარიერას ასრულებს #1TVSPORT

11:14, 21.07.2026

არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი ასრულებს კარიერას ეროვნულ გუნდში. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ცნობილმა და ავტორიტეტულმა არგენტინელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ერნან კასტილიომ. ეს ის ინსაიდერია, რომელმაც პირველმა აცნობა საფეხბურთო სამყაროს მესის „ინტერ მაიამიში“ გადასვლა.

წყაროს ცნობით, მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ემოციური სიტყვით მიმართა თანაგუნდელებს და გამოაცხადა, რომ ეს მისი ბოლო მატჩი იყო ნაკრებში.

ამ ინფორმაციამდე უფრო ადრე გამოცემა Doble Amarilla-მ დაწერა, რომ ლიონელ მესის არ გამოუცხადებია ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ და მან, შეიძლება, ითამაშოს ფინალისიმაში და 2028 წლის კოპა ამერიკაზე.

მსგავსი