მესი – იამალს შეუძლია, ისტორიაში შევიდეს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ახლა არ მოხდეს #1TVSPORT

08:04, 18.07.2026

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ილაპარაკა ესპანეთის ნაკრების 19 წლის გარემარბზე, ლამინ იამალზე.

„ლამინი ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომელსაც დიდი ხანია, თვალს ვადევნებ, რადგან იმ კლუბში თამაშობს, რომელიც მიყვარს. მას ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ. 19 წლის ასაკში ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მას მთელი კარიერა წინ აქვს და შესანიშნავი შესაძლებლობა გააჩნია რაღაც ისტორიულს მიაღწიოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ამჯერად არ მოხდეს.

ესპანეთის ნაკრებს ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავს და შესანიშნავად თამაშობს. მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი იარაღი“, – განაცხადა მესიმ.

ფინალი ესპანეთსა და არგენტინას შორის 19 ივლისს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

მსგავსი