მესი და დი მარია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის არგენტინის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT
მესი და დი მარია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის არგენტინის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT

სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაგრძელდება. ნოემბერში გასამართი მორიგი ორი ტურისთვის მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, არგენტინამ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები – ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, ინგლისი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ვალტერ ბენიტესი (ეინდჰოვენი, ნიდერლანდები), ხუან მუსო (ატალანტა, იტალია);

მცველები – გონსალო მონტიელი (ნოტინგემი, ინგლისი), პაბლო მაფეო (მალიორკა, ესპანეთი), ნაუელ მოლინა (ატლეტიკო, ესპანეთი), ხერმან პეცელია (ბეტისი, ესპანეთი), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი, ინგლისი), ლუკას მარტინეს კარტა (ფიორენტინა, იტალია), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა, პორტუგალია), მარკოს აკუნია (სევილია, ესპანეთი), ფრანსისკო ორტეგა (ოლიმპიაკოსი, არგენტინა).

ნახევარმცველები – ლეანდრო პარედესი (რომა, იტალია), გვიდო როდრიგესი (ბეტისი, ესპანეთი), ენცო ფერნანდესი (ჩელსი, ინგლისი), როდრიგო დე პაული (ატლეტიკო, ესპანეთი), ესეკილ პალასიოსი (ლევერკუზენი, გერმანია), ჯოვანი ლო ჩელსო (ტოტენჰემი, ინგლისი), ალექსის მაკალისტერი (ლივერპული, ინგლისი);

ფორვარდები – პაულო დიბალა (რომა, იტალია), ანხელ დი მარია (ბენფიკა, პორტუგალია), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, MLS), ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), ნიკოლას გონსალესი (ფიორენტინა, იტალია), ლუკას ოკამპოსი (სევილია, ესპანეთი).

16 ნოემბერს არგენტინა შინ შეხვდება ურუგვაის, 21 ნოემბერს სტუმრად – ბრაზილიას.