მესი „ბარსელონას“ ორწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა #1TVSPORT
მესი „ბარსელონას“ ორწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ კატალონურ კლუბთან ორი წლით კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

წყაროს ცნობით, 33 წლის არგენტინელი 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება „ბარსელონაში“. მხარეები ოფიციალურად ამ გარიგების შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. მესის მიმდინარე კონტრაქტს კლუბთან ამ სეზონის ბოლოს გასდის ვადა.

ლა ლიგას მიმდინარე გათამაშებაში მესიმ 32 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.