მერსისაიდული დერბი 2:2 დასრულდა
მერსისაიდული დერბი 2:2 დასრულდა

ინგლისის პრემიერლიგის მეხუთე ტურში „გუდისონ პარკზე“ 289-ე მერსისაიდური დერბი გაიმართა – ლიდერმა „ევერტონმა“ ინგლისის ჩემპიონს „ლივერპულს“ უმასპინძლა. შეხვედრა 2:2 დასრულდა.

უკვე მესამე წუთზე სადიო მანემ ანგარიში გახსნა. ანგარიშის გათანაბრება „ევერტონმა“ მე-19 წუთზე შეძლო მაიკლ კინის გოლით წყალობით. 72-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა მე-100 გოლი გაიტანა „ლივერპულის” მაისურით და ისევ წინ გაიყვანა თავისი გუნდი, თუმცა, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა დომინიკ კალვერტ-ლიუინმა 81-ე წუთზე ისევ აღადგინა თანაფარდობა. ეს მისი მეშვიდე გოლი იყო ამ სეზონში.

90-ე წუთზე უხეში თამაშისთვის წითელი ბარათი მიიღო რიჩარლისონმა. კომპენსირებულ დროში ჯორდან ჰენდერსონმა მესამედ აიღო მასპინძლების კარი, მაგრამ VAR-ის სისტემამ თამაშგარე დააფიქსირა.

10 ქულით „ლივერპული” მეორე ადგილზეა, „ევერტონი“ კი, რომელმაც პირველი ქულები დაკარგა ახალ სეზონში, 13 ქულით აგრძელებს ლიდერობას.

აღსანიშნავია, რომ „ევერტონი“ „ლივერპულს“ 2010 წლის 17 ნოემბერის შემდეგ ვერ უგებს. ეს სერია 24 მატჩს ითვლის.