მერაბ ჟორდანია - ვინ არის ჩისკო, რომ სამი წელი ვაცალოთ
მერაბ ჟორდანია - ვინ არის ჩისკო, რომ სამი წელი ვაცალოთ

მერაბ ჟორდანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ გაოცება არ დამალა, რომ ფარერის კუნძულების ჩემპიონ „კლაკსვიკთან“ სამარცხვინო წაგების (1:6) შემდეგ მთავარ მწვრთნელად ჩისკო დატოვეს.

თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის დატოვება გაუმართლებლად მიიჩნია.

„ვინ არის ჩისკო, რომ სამი წელი ვაცალოთ? რას წარმოადგენს, რომ ამდენ დროს აძლევენ?“ – ამბობს მერაბ ჟორდანია.

მან „დინამოს“ ამჟამინდელი მენეჯმენტი მკაცრად გააკრიტიკა:

„გამოდის „დინამოს“ გენერალური დირექტორი (ზაზა დოლიძე იგულისხმა) და უტიფრად ამბობს – კიდევ სამი წელი უნდა დავტოვოთ, ლეგენდააო. ჩისკოც ლეგენდაა და ვოვა გუცაევიც?”

მან „დინამოს“ მოთამაშის კლასი დაიწუნა, მაგრამ გვარი არ დაუკონკრეტებია:

„გუნდის ცენტრალური მცველი ვნახე… თუ საქართველოში ცხოვრება უნდა, აჭარაში მანდარინის კრეფა იწყება და წავიდეს ან ამდენი მშენებლობაა…”