მერაბ ჟორდანია - „დინამოში“ ფიფიამ თანხა დახარჯა და ეს ფული უნდა დაუბრუნდეს, გუნდი კი გადასარჩენია
მერაბ ჟორდანია - „დინამოში“ ფიფიამ თანხა დახარჯა და ეს ფული უნდა დაუბრუნდეს, გუნდი კი გადასარჩენია

თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ „დინამო თბილისის“ გადარჩენის აუცილებლობაზე ილაპარაკა.

„კარგი ურთიერთობა მაქვს რომან ფიფიასთან ადექვატურ ადამიანად მიმაჩნია, მაგრამ არ იცის ამ კაცმა ეს საქმე. „დინამოს“ გადასარჩენი რაიმე გეგმა რომ შედგეს, არა მგონია, მასში მონაწილეობაზე ამ კაცმა უარი თქვას,“ – ამბობს მერაბ ჟორდანია.

მისი თქმით, გუნდის გადასარჩენად ახალი პროექტია მოსაფიქრებელი:

„გუნდის ჩამორთმევის პროცესი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. სახელმწიფომ და ფეხბურთის ფედერაციამ „დინამოს“ ერთად უნდა მიხედონ. საამისოდ რამე ახალია მოსაფიქრებელი. უნდა შევთანხმდეთ, რომ „დინამოს” გადარჩენა უნდა. ეს გუნდი ეკლესიასავით არის – ეკლესია კი არავის საკუთრება არაა. ფიფიამ გუნდში თანხა დახარჯა და ეს ფული უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ გუნდი გადასარჩენია. თუ „დინამო“ გადარჩება, სხვებსაც ეშველება”.

დატოვე კომენტარი