მეოთხე გოლი სეზონში - ქოჩორაშვილმა „კასტელონს“ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT
მეოთხე გოლი სეზონში - ქოჩორაშვილმა „კასტელონს“ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც საქართველოს ახალგარდული ნაკრების კაპიტანი იყო, ფორმაში შედის და ესპანეთის სეგუნდა RFEF-ში მორიგი გოლი გაიტანა.

23 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა, რომელიც „ლევანტემ“ იჯარით „კასტელონში“ გაუშვა, „ალკოიანო“ 1:0 დაამარცხა. ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 29-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა. ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 26 მატჩში მე-4 გოლი გაიტანა.

ამ გამარჯვებით „კასტელონმა“ 27 ტურის შემდეგ 47 ქულა დააგროვა, ლიდერ „ელდენსეს“ 5 ქულით ჩამორჩება და სეგუნდადივიზიონში (ლა ლიგა 2, რანგით მეორე ესპანური ლიგაა) დაწინაურების რეალური კანდიდატია.

ამავე ტურში ლადო მოხევიშვილმა პირველი ტაიმი ითამაშა „ალსირაში“, რომელიც გასვლაზე „ფორმენტერასთან“ 0:4 დამარცხდა. „რეალ უნიონში“ კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი გაგუა სათადარიგოებში იყო, მაგრამ არ უთამაშია გასვლითი მატჩი „ოსასუნა ბ“-თან, რომელიც ქართველის გუნდმა 2:4 წააგო.