„მემფისს“ ჯარენ ჯექსონი და ჯასტის ვინსლოუ მომდევნო კვირას დაუბრუნდებიან
„მემფისს“ ჯარენ ჯექსონი და ჯასტის ვინსლოუ მომდევნო კვირას დაუბრუნდებიან

„მემფისი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციაში საპლეიოფო ზონაში, მერვე ადგილზე იმყოფება. უახლოეს მდევარ „ნიუ ორლეანს“ „გრიზლისი“ ოთხი მოგებით უსწრებს.

მთელი სეზონის განმავლობაში „მემფისის“ კალათბურთელებს ტრავმებმა მოსვნება არ მისცა. ჯარეტ ჯექსონი მუხლის ტრავმის გამო დღემდე რეაბილიტაციის პროცეს გადის. გუნდის ახალწვეული ჯასტის ვინსლოუ ჯერ კიდევ „მაიამიში“ ყოფნისას დაშავდა და დღემდე ზურგის ტრავმას მკურნალობს.

„მემფისმა“ გულშემატკივრებისთვის კარგი ინფორმაცია დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ჯარენ ჯექსონი და ჯასტის ვინსლოუ გუნდს მომდევნო კვირას დაუბრუნდებიან.