მეკარეების მხრიდან დროის გაყვანისთვის დაინიშნება კუთხური ან აუტი #1TVSPORT
მეკარეების მხრიდან დროის გაყვანისთვის დაინიშნება კუთხური ან აუტი #1TVSPORT

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭო (IFAB) განიხილავს წესის ცვლილებას, რომელიც შეეხება მეკარის მიერ თამაშში ბურთის შესატანად დახარჯულ დროს.

მოქმედი წესების თანახმად, მეკარეს არ შეუძლია, ექვს წამზე მეტხანს ეჭიროს ბურთი ხელში, ხოლო ამ დარღვევისთვის სასჯელი არის თავისუფალი დარტყმა იმ ადგილიდან, სადაც მეკარე იმყოფებოდა. მსაჯები არ იცავენ 6 წამის წესს, რადგან თავისუფალი დარტყმა ასეთი მანძილიდან ძალიან აშკარა საგოლე მომენტია.

მაგრამ ორგანიზაციაში, რომელიც დაკავებულია ფეხბურთში წესების შემოღებითა და რეგულირებით, დარწმუნებულნი არიან, რომ მეკარის მიერ ბურთის ხანგრძლივი დაყოვნება არაპატიოსანი თამაშის ტაქტიკაა, – იტყობინება ESPN-ი. მეკარე, რომელიც სპეციალურად არ ჩქარობს ბურთის თამაშში შეყვანას, ხშირად ხარჯავს ამისთვის 20 წამს ან უფრო მეტს.

ახალი წესის თანახმად, მეკარეს 8 წამს მისცემენ ბურთის თამაშში შესატანად. თუ ის ამ დროს გადააცილებს, მეტოქეს მისცემენ კუთხურის ან აუტის ჩაწოდების უფლებას. მეკარე პირველი დარღვევისთვის სიტყვიერ გაფრთხილებას მიიღებს, მომდევნოსთვის – ყვითელ ბარათს. დროის ათვლა მთავარმა არბიტრმა უნდა აწარმოოს.

ახალი წესის ტესტირება 2024-25 წლების სეზონში იგეგმება.