მეივეზერმა MMA-ში ბრძოლაზე კონტრაქტი გააფორმა
მეივეზერმა MMA-ში ბრძოლაზე კონტრაქტი გააფორმა

ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივეს, ფლოიდ მეივეზერს, MMA-ში დებიუტი ექნება – მან უკვე გააფორმა კონტრაქტი პირველ ბრძოლაზე, – იტყობინება ESPN.

თავის პირველ შეხვედრას შერეულ ორთაბრძოლებში მეივეზერი 31 დეკემბერს, RIZIN-ის ტურნირის რანგში ჩაატარებს. 41 წლის მოკრივის მეტოქე იაპონელი ტენსინ ნაცუკავა იქნება. ბრძოლა იაპონიის ქალაქ საიტამაში Saitama Super Arena-ზე გაიმართება, რომელიც 37 ათას მაყურებელს იტევს.

ნაცუკავას შერეულ ორთაბრძოლებში ოთხიდან ოთხი მოგება აქვს.

შეგახსენებთ, რომ მეივეზერმა რამდენჯერმე გამოთქვა UFC-ის ჩემპიონთან ხაბიბ ნურმადგომედოვთან შეხვედრის სურვილი, მაგრამ UFC-ის პრეზიდენტი დანა უაიტი წინააღმდეგია, რომ ბრძოლა კრივის წესებით ჩატარდეს.