მეექვსე შეხვედრას 30 ქულიანი სხვაობით მოვიგებთ - კლეი ტომპსონი (ვიდეო)
მეექვსე შეხვედრას 30 ქულიანი სხვაობით მოვიგებთ - კლეი ტომპსონი (ვიდეო)

როდესაც ჰიუსტონ როკეთსმა სერიის მეხუთე შეხვედრა მოუგო იუტა ჯაზს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, ყველას ეგონა რომ ანალოგიურად მოიქცეოდა გოლდენ სტეიტ ვორიორზიც ლოს ანჯელეს კლიპერსთან სერიის რიგით მეხუთე მატჩში. თუმცა ის, რაც ორაკლ არენაზე მოხდა, ამ მოსაზრებასთან ძალიას შორს არის.

მოქმედმა ჩემპიონმა 121-129 წააგო და საქმე გაირთულა. ახლა მეექვსე მატჩი ლოს ანჯელესში გაიმართება და იმ შემთხვევაში, თუ სტივ კერის გუნდი იქაც წააგებს, სერიაში მეშვიდე გადამწყვეტი შეხვედრის გამართვა გახდება საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ ვორიორზის ერთ-ერთმა ლიდერმა კევინ დურანტმა 45 ქულა დააგროვა, ეს გოლდენ სტეიტს გამარჯვებისთვის არ ეყო. თამაშის შემდეგ ნათელი იყო, რომ მოქმედი ჩემპიონები იმედგაცრუებულები იყვნენ. კლეი ტომპსონმა მატჩის შემდგომ ინტერვიუში საკმაოდ კრიტიკულად ისაუბრა და ბოლოს განაცხადა, რომ მისი გუნდი სერიის მეექვსე შეხვედრას 30-ქულიანი სხვაობით მოიგებს.