მედიის ცნობით, უკრაინული ძალების კონტრშეტევის გამო, რუსები ლუგანსკის ოლქს მასობრივად ტოვებენ

22:03, 11.09.2022

უკრაინული ძალების კონტრშეტევის გამო, რუსები ლუგანსკის ოლქს მასობრივად ტოვებენ. ამის შესახებ უკრაინული მედია ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით წერს.

გაიდაის ინფორმაციით, გამშვებ პუნქტთან 12-კილომეტრიანი საავტომობილო რიგია. მისივე თქმით, ანალოგიური სიტუაციაა სვატოვოშიც.

„გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ნაჩქარევად დატოვეს დასახლებული პუნქტი ოთხი სატვირთო ავტომობილით, დასახლებული პუნქტიდან გავიდა 20 ჯავშანტექნიკა და 20-ზე მეტი მსუბუქი ავტომობილი“, – წერს გაიდაი „ტელეგრამში“.

მსგავსი