მედიის ცნობით, რუსეთმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა ოდესის რეგიონზე, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ „შაჰედის“ ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოახერხა
მედიის ცნობით, რუსეთმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა ოდესის რეგიონზე, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ „შაჰედის“ ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოახერხა

რუსეთმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა ოდესის რეგიონზე, საჰაერო თავდაცვამ „შაჰედის“ ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოახერხა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„რუსი ტერორისტები 3,5 საათის განმავლობაში უტევდნენ ოდესის რეგიონის სამხრეთს უპილოტო საფრენი აპარატებით, 17 ჩამოაგდეს ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა“, – განაცხადა ოდესის სამხრეთ თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა.

კიპერის თქმით, მასიური თავდასხმის შედეგად, იზმაილში, სადაც მდებარეობს უკრაინის ერთ-ერთი მთავარი – დუნაის პორტი, დაზიანდა საწყობები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, საწარმოები. ასევე, ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო რამდენიმე ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

„ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე აგრძელებს მუშაობას. სამართალდამცავები აღრიცხავენ რუსების დანაშაულს“, – აღნიშნა კიპერმა.