მედიის ცნობით, რუსეთის ძალების მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაშავდა
მედიის ცნობით, რუსეთის ძალების მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაშავდა

რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქი ოდესა დაბომბეს, დაშავებულია, სულ მცირე, 11 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულთაგან სამი ბავშვია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 11 შენობა დაზიანდა.

მედიის ცნობით, ღამით რუსეთი უკრაინას 42 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 41-ის ჩამოგდება მოახერხა.