მედიის ცნობით, დონბასში რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ 13-ჯერ დაარღვიეს
მედიის ცნობით, დონბასში რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ 13-ჯერ დაარღვიეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დონბასში 13-ჯერ დაარღვიეს. მოწინააღმდეგე მხარის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დაშავდა ერთი უკრაინელი სამხედრო, – ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

შტაბის ცნობით, დაჭრილი სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

უკრაინულმა მხარის ცნობით, რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ფორმირებები იყენებდნენ ნაღმმტყორნებს, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს, მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებსა და სხვა შეიარაღებას.