მედიის ცნობით, ბრიტანეთის ქალაქ რედინგში თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
მედიის ცნობით, ბრიტანეთის ქალაქ რედინგში თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა

ბრიტანეთის ქალაქ რედინგში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“, „ტელეგრაფზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანი ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ბრიტანეთის პოლიცია ინციდენტს პირველ ეტაპზე შემთხვევით თავდასხმად განიხილავს. ბრიტანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ერთი ადამიანი დააკავეს, რამდენიმე დაჭრილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რედინგის პარკში, სადაც თავდასხმა განხორციელდა, რამდენიმე საათით ადრე საპროტესტო აქცია დევიზით, „შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ გაიმართა.