მედიის ცნობით, აშშ-ში გალონი ბენზინის ფასმა 4.45 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო ექვს კვირაში ყველაზე მაღალი ნიშნულია
აშშ-ში ბენზინის ფასი კიდევ ექვსი ცენტით გაიზარდა.
ამერიკული მედიის ცნობით, გალონი ბენზინის ფასმა 4.45 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში მატების ყველაზე მაღალი ნიშნულია.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, აშშ-ში ბენზინის ფასი 2002 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
ბენზინის ფასი გასულ კვირასთან შედარებით – 34 ცენტით, ხოლო 28 თებერვალს ირანში ომის დაწყებიდან 1.47 დოლარით გაიზარდა.