„მეცი“ „სერენს“ დაუზავდა - მიქაუტაძეს ყოფილი თანაგუნდელები მეგობრულად დახვდნენ #1TVSPORT
„მეცი“ „სერენს“ დაუზავდა - მიქაუტაძეს ყოფილი თანაგუნდელები მეგობრულად დახვდნენ #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ „მეცში“ მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და ამჯერად თავის ყოფილ კლუბს, „სერენს“ დაუპირისპირდა.

ფრანგული ლიგა1-ის „მეცი“ სეზონისთვის ნიდერლანდების ქალაქ ტეგლენში ემზადება, დაბინავებიდან მეორე დღეს, ბაკენბოშში გაემგზავრა და „სპორტპარკში“ შეხვდა „სერენს“ – თავის პარტნიორ გუნდს, რომელიც ახლახანს ბელგიის ჯუპილერ პრო ლიგაში გადავიდა. 

გასულ სამშაბათს „ნანსი-ლოტარინგიასთან“ მოგებულ (3:2) შეხვედრაში მიქაუტაძემ „მეცში“ დებიუტი გოლით აღნიშნა. ამჯერად, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეცვლაზე გამოჩნდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძეს „სერენის“ მოთამაშეები მეგობრული დახვედრა მოუწყვეს და მატჩამდე სამახსოვრო სურათი გადაიღეს, რაც ბელგიური კლუბის ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა.

ანგარიში მე-20 წუთზე ფრანგების თავდამსხმელმა, პაპმა ნდიაგა იადმა გახსნა. მეორე ნახევარში „სერენის“ მოთამაშე ანტუან ბერნიემ წონასწორობა 70-ე წუთზე აღადგინა და მატჩი 1:1 დასრულდა.

ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე „მეცი“ მორიგ ტესტ-მატჩში ოთხშაბათს, 21 ივლისს ტეგელენში ბელგიის კიდევ ერთ გუნდს, მუსკრონის „როიალს“ დაუპირისპირდება.