კვარაცხელიას მიწვევები აქვს, მაგრამ „რუბინმა“ საჩემპიონატო განაცხადში შეიყვანა #1TVSPORT
კვარაცხელიას მიწვევები აქვს, მაგრამ „რუბინმა“ საჩემპიონატო განაცხადში შეიყვანა #1TVSPORT

მართალია, „ფუტბალტრანსფერი“ ამტკიცებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიოუნხენგლადბახისბორუსიაში“ იწვევენ, მაგრამ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანა. 

ყაზანური კლუბის ადმინისტრაციამ რუსეთის პროფესიულ საფეხბურთო ლიგაში 19 ივლისს შეიტანა მოთამაშეთა 20-კაციანი სია, რომლებიც პრემიერლიგის 2021/2022 წლების სეზონზე ითამაშებენ.

ჩვენდა სამწუხაროდ, ამ სიაშია ხვიჩა კვარაცხელიაც, რომლის ტრანსფერს და ევროპაში წასვლას ყველა ქართველი გულშემატკივარი ელოდა. განაცხადში მოხვედრა ტრანსფერს ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ იმაზე კი მეტყველებს, რომ 20 წლის ქართველის ტრანსფერი ფერხდება.

ამ ფაქტში საგულისხმო ისაა, რომ „რუბინმა“ საჩემპიონატო განაცხადი პირველად ხუთი დღის წინ წარადგინა, სადაც მხოლოდ ცხრა მოთამაშე იყო და სიაში ქართველი არ ფიგურირებდა.