მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნებათ
მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნებათ

მეათე მოწვევის პარლამენტში შესული ცხრა პოლიტიკური პარტიიდან ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა არსებული მოცემულობით „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნებათ. ფრაქციის შექმნის პროცედურები განსაზღვრულია რეგლამენტით, რომლის გათვალისწინებით, ფრაქციის შექმნის უფლება შვიდ დეპუტატს აქვს, თუმცა ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება მხოლოდ ერთი ფრაქცია შექმნან.

რეგლამენტში არსებული ეს ჩანაწერი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ფრაქცია ერთობლივად რამდენიმე პარტიამ შექმნას, თუ მათ ფრაქციისთვის საჭირო შვიდი დეპუტატი არ ეყოლებათ.

ცესკო-ს მონაცემებით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის, რომელთაგან რვა ოპოზიციური პარტიაა, ერთი „ქართული ოცნება“.

პარლამენტში 90 დეპუტატი ხელისუფლებას ეყოლება, 60 – ოპოზიციას. მათ შორის საპარლამენტო მანდატები ასე გადანაწილდა – „ევროპული საქართველო“ – ხუთი, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36. ოთხ-ოთხი მანდატი აქვთ „პატრიოტთა ალიანსს“, გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩსა“ და „ლელოს“, „ლეიბორისტული პარტიას“ – ერთი, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილს“ – ორი.