მე ვრჩები – ნაგელსმანმა საკუთარ მომავალზე შეკითხვას უპასუხა #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა უპასუხა შეკითხვას თავისი მომავლის შესახებ. გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონატის 1/1- ფინალში პენალტების სერიაში (1:1, 3:4) წააგო მატჩი პარაგვაისთან.
„მე ვრჩები. თუ გერმანიის საფეხბურთო კავშირში სურთ, რომ მე დავრჩე, მაშინ აქ ვიქნები. თუ არა – წავალ“, – განაცხადა ნაგელსმანმა მატჩის შემდეგ.
იულიან ნაგელსმანის კონტრაქტი გერმანიის ნაკრებთან 2028 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.