მბაპესა და ერიქსენის სუპერგოლები, ახალი ლიდერი ხორვატია – ერთა ლიგა 2022-23, A ლიგა, I ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* მარკო არნაუტოვიჩმა გაიმეორა ავსტრიის ნაკრების რეკორდი ჩატარებული მატჩების რაოდენობით. საფრანგეთთან მან 103-ე შეხვედრა ჩაატარა ეროვნულ გუნდში და გაუთანაბრდა ანდრეას ჰერცოგს.
* ანტუან გრიზმანი ზედიზედ ხუთი წელია არ ტოვებს საფრანგეთის ნაკრების მატჩებს. 2017 წლის ივნისიდან მოყოლებული, მან ნაკრებში 66 მატჩი ჩაატარა.
* ოლივიე ჟირუმ 49-ე გოლი გაიტანა საფრანგეთის ნაკრებში. მას ტიერი ანრის რეკორდამდე (51 გოლი) ორი გოლი აკლია. ანრის ნაკრებში 123 მატჩი აქვს, ჟირუს – 113.
* 35 წლისა და 357 დღის ჟირუ გოლის ყველაზე ასაკოვანი ავტორი გახდა საფრანგეთის ნაკრებში.
* კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების TOP10 ბომბარდირს შორის შევიდა. მას 23 გოლი დაუგროვდა და მე-10 ადგილს იყოფს იური ჯორკაეფთან. მბაპეს ამისთვის 58 მატჩი დასჭირდა, ჯორკაეფს – 82.
* საფრანგეთმა შეწყვიტა ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია.
ხორვატია-დანია 2:1
გოლები: 1:0 სოსა (49), 1:1 ერიქსენი (77), 2:1 მაერი (79)
ხორვატია: ლივაკოვიჩი, იურანოვიჩი, შუტალო, გვარდიოლი, სოსა, მოდრიჩი (90. ვიდა), კოვაჩიჩი (78. მაერი), ბროზოვიჩი, პერიშიჩი (71. ორსიჩი), პაშალიჩი (71. ვლასიჩი), კრამარიჩი (71. პეტკოვიჩი).
დანია: შმეიხელი, კიაერი (72. იენსენი), კრისტენსენი, ანდერსენი, მელე, ვასი (60. კრისტენსენი), დილეინი (60. ჰეილუნდი), ერიქსენი, ჰოიბერგი, ბრეიტუეიტი (59. დამსგორი), ოლსენი (89. დოლბერგი).
საფრანგეთი-ავსტრია 2:0
გოლები: 1:0 მბაპე (56), 2:0 ჟირუ (65)
საფრანგეთი: მენიანი (46. არეოლა), კლოსი, ვარანი, კუნდე (23. სალიბა), ბადიაშილი, მენდი, ჩუამენი, ფოფანა, ჟირუ (79. ნკუნკუ), გრიზმანი (79. დემბელე), მბაპე (90. კოლო-მუანი).
VI ტური 25 სექტემბერი
ავსტრია-ხორვატია (22:45)
დანია-საფრანგეთი (22:45)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. ხორვატია | 5 | 3 | 1 | 1 | 5-5 | 10 |
| 2. დანია | 5 | 3 | 0 | 2 | 7-5 | 9 |
| 3. საფრანგეთი | 5 | 1 | 2 | 2 | 5-5 | 5 |
| 3. ავსტრია | 5 | 1 | 1 | 3 | 5-7 | 4 |