მბაპემ 4-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და პლატინის გაუსწრო, საფრანგეთმა ნიდერლანდებში მოიგო – ევრო 2024-ის შესარჩევი, B ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* კილიან მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში 41-ე და 42-ე გოლები გაიტანა. მან გაუსწრო მიშელ პლატინის და ახლა, ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში სამ ფეხბურთელს ჩამორჩება – ანტუან გრიზმანს (44 გოლი), ტიერი ანრისა (51) და ოლივიე ჟირუს (54). ამასთან, თითოეულმა მათგანმა მბაპეზე მინიმუმ 51 მატჩით მეტი ჩაატარა.
* მბაპემ 19 სექტემბრის შემდეგ პირველად გაიტანა – მისი უგოლო სერია ოთხ მატჩს შეადგენდა.
* მბაპეს ამ სეზონში კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ 11 მატჩში ცხრა გოლი აქვს გატანილი.
* პირველად 1981 წლის 6 იანვრის შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში არ იყო არც ერთი ფეხბურთელი „აიაქსიდან“. ეს სერია 455 მატჩი გრძელდებოდა.
* ნიდერლანდების ნაკრების კარს იცავდა 21 წლის ბარტ ვერბრიუგენი. „ნარინჯისფერებს“ ასეთი ახალგაზრდა მეკარე 54 წელია არ ჰყოლიათ.
ირლანდია-საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 იაკუმაკისი (20), 0:2 მასურასი (45)
ნიდერლანდები-საფრანგეთი 1:2
გოლები: 0:1 მბაპე (7), 0:2 მბაპე (53), 1:2 ჰარტმანი (83)
ნიდერლანდები: ვერბრიუგენი, გერტრუიდა, ვან დეიკი, აკე (80. ვან დე ვენი), ჰარტმანი, დუმფრიზი (62. ფრიმპონგი), დე როონი (46. ვიფერი), ვერმანი, რეინდერსი, სიმონსი (80. ბერგვეინი), ვეგჰორსტი (38. მალენი).
საფრანგეთი: მენიანი, კლოსი (80. გიუსტო), ტ. ერნანდესი, კონატე, ლ. ერნანდესი, რაბიო, ჩუამენი, კომანი (71. ჟირუ), გრიზმანი (87. ფოფანა), მბაპე, კოლო-მუანი (80. ტურამი).
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. საფრანგეთი | 6 | 6 | 0 | 0 | 13-1 | 18 |
| 2. საბერძნეთი | 6 | 4 | 0 | 2 | 12-5 | 12 |
| 3. ნიდერლანდები | 5 | 3 | 0 | 2 | 9-7 | 9 |
| 4. ირლანდია | 6 | 1 | 0 | 5 | 5-9 | 3 |
| 5. გიბრალტარი | 5 | 0 | 0 | 5 | 0-17 | 0 |