მარსელო რიოსი ჩოგბურთში ბრუნდება
მარსელო რიოსი ჩოგბურთში ბრუნდება

ცნობილმა ჩილელმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მარსელო რიოსმა კარიერის განახლება გადაწყვიტა. 43 წლის ჩოგბურთელს სურს wild card მიღება Challenger Tour-ის სერიის ერთ-ერთ ტურნირზე.

რიოსის სიტყვები მოჰყავს გამოცემა La Tercera-ს:

„საკმაოდ მაღალი დონის ბიჭებთან ვვარჯიშობდი. ბოლო თვეებში, 12 კილოგრამი დავიკელი და პრაქტიკულად მივაღწიე იმ წონას, რომელიც პროფესიულ ტურში თამაშისას მქონდა. თავს ასე კარგად რომ არ ვგრძნობდე, მსგავს გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. ორგანიზატორებისგან wild card-ის მიღების დიდი იმედი მაქვს. ვგრძნობ, რომ 43 წლის ასაკშიც შემიძლია პროფესიულ დონეზე თამაში და მოგება“.

თავისი კარიერის განმავლობაში, რიოსმა ATP-ის 18 ტურნირი მოიგო, აგერთვე, იყო 1998 წლის ავსტრალიის ღიას ფინალში. იმავე წელს, ჩილელი პირველი ჩოგანი გახდა. ის არის ერთადერთი მოთამაშე, ვინც რეიტინგში ლიდერობა მოიპოვა ისე, რომ “დიდი სლემის” ტურნირი არ მოუგია.