მაროკოს ნაკრები აფრიკის თასის გამარჯვებულად გამოცხადდა - სენეგალს ფინალში 0:3 წაგება ჩაუთვალეს #1TVSPORT
მაროკოს ნაკრები აფრიკის თასის გამარჯვებულად გამოცხადდა - სენეგალს ფინალში 0:3 წაგება ჩაუთვალეს #1TVSPORT

მაროკოს ნაკრებს აფრიკის თასის გათამაშებაში ჩემპიონობა მიანიჭეს.

ტურნირის შედეგებს ფინალიდან ორი თვის თავზე გადახედეს, რის შემდეგაც აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციამ დააკმაყოფილა მაროკოს აპელაცია და სენეგალის ნაკრებს ფინალში 0:3 წაგება ჩაუთვალა 98-ე წუთზე მინდვრის დატოვების გამო. სენეგალელებმა საკუთარ კარში პენალტის დანიშვნა გააპროტესტეს.

თამაში 13 წუთის შემდეგ განახლდა და ბრაიმ დიასმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა. სენეგალმა ფინალი 1:0 მოიგო და აფრიკის ჩემპიონი გახდა.

ახლა სენეგალის ფეხბურთის ფედერაცია განიხილავს აპელაციის შეტანას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში.