მაროკო მსოფლიო ჩემპიონატის მე-17 მონაწილე გახდა #1TVSPORT
მაროკო მსოფლიო ჩემპიონატის მე-17 მონაწილე გახდა #1TVSPORT

მაროკოს ნაკრები პირველი აფრიკული გუნდია, რომელმაც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მაროკოელებმა შესარჩევი ტურნირის მეექვსე ტურში 5:0 დაამარცხა ნიგერი და 18 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე მყოფ ტანზანიას 10 ქულა აქვს.

ამ მომენტისთვის ცნობილია 17 ფინალისტი:

სამხრეთ ამერიკა – არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი;

კონკაკაფ – აშშ (მასპინძელი), კანადა (მასპინძელი), მექსიკა (მასპინძელი);

აზია – ავსტრალია, ირანი, იაპონია, იორდანია (დებიუტი), სამხრეთ კორეა, უზბეკეთი (დებიუტი);

აფრიკა – მაროკო;

ოკეანეთი – ახალი ზელანდია.